ადვოკატი ირმა ჭკადუა - ადვოკატთა ასოციაციაში კაცების მმართველობა უნდა დასრულდეს
ადვოკატი ირმა ჭკადუა - ადვოკატთა ასოციაციაში კაცების მმართველობა უნდა დასრულდეს

ადვოკატი ირმა ჭკადუა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ჭკადუას თქმით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, დავით ასათიანის სახით, მემკვიდრის დატოვებას გეგმავს და ამიტომ, სიტუაციის შესაცვლელად, ჭკადუამ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.

“მე ვარ ქალი, მე უნდა მომცენ ხმა და ადვოკატთა ასოციაციაში კაცების მმართველობა დასრულდეს”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მისი განცხადებით, ასოციაციაში რეფორმების გატარება აუცილებელია და გამარჯვების შემთხვევაში, ამას გააკეთებს.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები შაბათს, 9 დეკემბერს, სპორტის სასახლეში გაიმართება.

ირმა ჭკადუამ, რომელიც საპროკურორო საბჭოს წევრიც არის, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი უკვე შეიტანა.

არჩევნები 9 დეკემბერს არის ჩანიშნული და ირმა ჭკადუას გადრა, უკვე დასახელებული კანდიდატები არიან: დავით ლანჩავა, დავით ასათიანი, დავით ებრალიძე და ლევან ჯანაშია.

ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილია.