ადვოკატი ინგა არახამია აცხადებს, რომ მის საცხოვრებელ სახლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
ადვოკატი ინგა არახამია აცხადებს, რომ მის საცხოვრებელ სახლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

ადვოკატ ინგა არახამიას ინფორმაციით, მის საცხოვრებელ სახლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

როგორც ადვოკატმა პირველ არხს განუცხადა, სახლში შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც სროლის ხმა გაიგო და ნახა, რომ ფანჯარაზე ნატყვიარი იყო.

ინგა არახამია ვარაუდობს, რომ მომხდარი მის საქმიანობას უკავშირდება.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

როგორც უყებაში განმარტეს, მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის შედეგად არავინდ აშავებულა.