ადვოკატი - გიორგი ერმაკოვი ბრალს არ აღიარებს და იყენებს დუმილის უფლებას
ადვოკატი - გიორგი ერმაკოვი ბრალს არ აღიარებს და იყენებს დუმილის უფლებას

გუშინ, ბათუმში დაკავებული მაღალჩინოსნების ნაწილს ბრალი უკვე წარედგინათ. მათ შორის არის ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი.

ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ერმაკოვის ადვოკატის, ჯემალ კიკნაძის განცხადებით, დაცვის მხარე სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.

,,გიორგი ერმაკოვს ბრალი უკვე წარედგინა 182 მუხლის მეორე ნაწილის ბე ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის დე ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას. აღნიშნულ ბრალს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს. გამომდინარე იქედან, რომ მას ასეთი ქმედება არ ჩაუდენია. იგი დუმილის უფლებას იყენებს”, – განაცხადა ერმაკოვის ადვოკატმა, ჯემალ კიკნაძემ.