ადვოკატი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს 
ადვოკატი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს 

ადვოკატი გიორგი ფანცულაია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს.

როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, შეწყალების განახლების მოთხოვნის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც სალომე ზურაბიშვილს მივმართავთ შეწყალების შუამდგომლობით, მანამდე მივმართეთ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც უარი გვითხრა შეწყალებაზე. შეწყალების განახლების მოთხოვნის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკოდურესად მძიმეა. ექვს თვეზე მეტია, რაც მარჯვენა კიდურები გაჩერებული აქვს, ხელს და ფეხს ვერ ამოძრავებს. მას დამოუკიდებლად ეტლითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. აქედან გამომდინარე, სამედიცინო პერსონალისა და პროფესიონალების კონსულტაციის შემდგომ რჩევა და მითითება იყო, რომ შეუძლებელია მისი სრულყოფილი გამოჯანმრთელება პატიმრობაში ყოფნის პირობებში, რადგან მრავალმხრივი მკურნალობა სჭირდება. პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში ელემენტარული პირობებიც კი არ არის, რომ მას ხელი და ფეხი აუმუშავდეს. ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რათა შეიწყალოს გიორგი მამალაძე, ასევე მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოს და მის წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რათა იშუამდგომლოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომ გიორგი მამალაძის შეწყალება მოხდეს. ჩვენ შევიტანეთ შეწყალების შუამდგომლობბა პრეზიდენტის სახელზე და აქედან პირდაპირ მივდივართ საპატრიარქოში, რათა ასევე შევიტანოთ შეწყალების შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოში“, – განაცხადა ადვოკატმა.

დატოვე კომენტარი