ადვოკატი - ჩატაევის დახმარებაში ბრალდებული ბერძენიშვილი ბრალს არ აღიარებს
ადვოკატი - ჩატაევის დახმარებაში ბრალდებული ბერძენიშვილი ბრალს არ აღიარებს

ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების დამხარებისთვის დაკავებულის, ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულს ამ დრომდე ბრალი წარდგენილი არ აქვს, თუმცა სავარაუდო ბრალს არ აღიარებს.

“ამ ეტაპზე ანატოლის ბრალის წარდგენილი არ აქვს, უახლოეს პერიოდში ველოდებით. არ ცნობს თავს დამნაშავედ იმ ბრალდებაში, რაც სავარაუდოდ წარედგინება. მე მარგოშვილის ინტერესებსაც ვიცავ. ჩვენ ხელი გვაქვს გაუთქმელობაზე მოწერილი. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე,  ვერ გაგცემთ კითხვებზე პასუხს. თუ ერთი ადამიანი მეორესთან მეგობრობს, ეს დანაშაულად არ უნდა შეირაცხოს, ამას ზოგადად ვამბობ. საქმის შინაარს ნაწილობრივ ვიცნობ და მასალების გადმოცემის მერე გვეცოდინება უფრო მეტი. ბერძენიშვილს პანკისთან კავშირები ჰქონდა, ის ჩემი მეგობარიც არის”,- აღნიშნა პირველ არხთან საუბარში  ინგა ბოლოთაურმა.

ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების დახმარების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გუშინ თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა.