ადვოკატი - არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგი განსხვავებულია
ადვოკატი - არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგი განსხვავებულია

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატების მიერ დანიშნული ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის შედეგი ცნობილია.

ალტერნატიული ექსპერტიზა დაცვის მხარემ მომხდარიდან მალევე დანიშნა. საუბარია სამედიცინო ექსპერტიზაზე, რაც ადვოკატის ინფორმაციით, განსხვავებულია მთავარი საგამოძიებო უწყების ექსპერტიზის შედეგისგან.

დაცვის მხარე პროცესზე მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს, რათა აღნიშნული ექსპერტიზა საქმეს მტკიცებულებად დაერთოს.

„დაცვის მხარე აპირებს ახალი მტკიცებულების წარდგენას. სამედიცინო-ექსპერტიზის პასუხები უკვე ცნობილია. განსხვავებულია ბრალდების მხარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისგან არსობრივად განსხვავებული პასუხია”, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.