ადვოკატი - არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში დეტალები გაურკვეველი და ბუნდოვანია
ადვოკატი - არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში დეტალები გაურკვეველი და ბუნდოვანია

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის თქმით, საქმეში გარკვეული დეტალები ბუნდოვანია.

„ჩვენ გვქონდა გარკვეული პრეტენზია ბრალდების მიერ წარმოდგენილ გარკვეულ მტკიცებულებებთან. სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, თუ რა მოცულობით ცნობს დასაშვებად ამ მტკიცებულებებს.

მტკიცებულებებზე ვერ ვისაუბრებ, არ მაქვს უფლება. მტკიცებულებები ვერ პასუხობს უამრავ შეკითხვას. დეტალები გაურკვეველი და ბუნდოვანია. კითხვები უკავშირდება კონფლიქტში მონაწილე ადამიანების რაოდენობას და ცივი იარაღის რაოდენობას“, – განაცხადა კაკაბაძემ.

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება. სხდომა ისევ წინასასამართლო რეჟიმში წარიმართება. დღეს გადაწყვეტს სასამართლო, მიიღებს თუ არა მხარეების მტკიცებულებებს. დაცვის მხარე მათ დაუშვებლად ცნობას ითხოვს.