ადვოკატი ადასტურებს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანა ბაგრატიონის მამხილებელი ვიდეოს შესახებ უამბო
ადვოკატი ადასტურებს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ანა ბაგრატიონის მამხილებელი ვიდეოს შესახებ უამბო

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ადასტურებს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მას ანა ბაგრატიონის მამხილებელი ვიდეოს არსებობის შესახებ უამბო.

მისი თქმით, ეს არა მუქარა, არამედ დამატებითი მტკიცებულებებია.

„ჩემი მარწმუნებლისგან მივიღე დავალება და გადავეცი მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატს. ვადასტურებ, რომ ჩვენ გადავიდოდით ბრალდების რეჟიმში, თუ მორიგება არ მოხდებოდა. არ არის სწორი, რომ ადვოკატებმა ერთმანეთის საუბრები ჩავწეროთ. ეს ჩრდილს აყენებს მოლაპარაკებებს. ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენი მხარე გამოიყენებს მტკიცებულებებს, რაც გვაქვს. დავით ბაგრატიონმა დამაბარა, რომ არსებობს ამდაგვარი ვიდეოჩანაწერი, ასევე არსებობს სხვა ბრალდებები და შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმეს მიეცეს მსვლელობა. მე არც ჩანაწერი მინახავს და არც დავით ბაგრატიონს დაუზუსტებია, რომელი ბავშვის ცემაზეა საუბარი“, – აცხადებს ლევან ჩხეიძე.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილის ცემის კადრების გამოქვეყნებით ემუქრება.