ადვოკატი აცხადებს, რომ მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ადვოკატი აცხადებს, რომ მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ადვოკატების განცხადებით, სუბელიანის ბადრაგირება ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო.

ინგა ჩალაურის თქმით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ადვოკატი უახლოეს მომავალში მის მონახულებას გეგმავს. მისივე თქმით, სუბელიანი სუიციდის დაცვის პროგრამაშია ჩართული, რაზეც შესაბამის სამედიცინო ცნობაშიც არის საუბარი.

„სუიციდის დაცვის პროგრამაშია. ნელ-ნელა უმჯობესდება მისი მდგომარეობა. დღევანდელ მდგომარეობაზე სამედიცინო ცნობაშია საუბარი. ჩანაწერში წერია, რომ შეუძლებელია მისი ბადრაგირება. უახლოეს მომავალში მას მოვინახულებ“, – განაცხადა ინგა ჩილაურმა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარეს შესავალი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა სუბელიანი პროცესზე არ გამოცხადდა და გამოაგზავნა წერილი, რომელშიც მოსამართლეს პროცესის გადადება მოსთხოვა. სხდომა 4 დეკემბრამდე გადაიდო.

დატოვე კომენტარი