ადვოკატი აცხადებს, რომ მ.კ-მ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს ყველა კითხვაზე ამომწურავად უპასუხა
ადვოკატი აცხადებს, რომ მ.კ-მ  დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს ყველა კითხვაზე ამომწურავად უპასუხა

კალანდიების ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მ.კ – მ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს ყველა კითხვაზე ამომწურავად უპასუხა. ახლა დღის წესრიგშია, როდის დაიკითხება მ.კ დანაშაულის დაფარვის საქმეზე.

პროკურორი ამბობს, რომ მ.კ. მოწმეთა სიაშია, თუმცა ვერ აკონკრეტებს, როდის მოხდება სხდომაზე მისი მოყვანა. არასრულწლოვნის  დაკითხვის მოლოდინში არიან ადვოკატებიც. ანა კოტეტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიკითხება მ.კ.

„ჯერჯერობით ეს არ მომხდარა და თუ სასამართლოში გამოიძახებენ,  ჩვენებას მისცემს. თითქმის ხუთი საათი ჰკითხავდა მას საგამოძიებო კომისია. ამომწურავად უპასუხა ყველა კითხვას.  ფსიქოლოგიც ესწრებოდა. მ.კ ზე შემიძლია ვთქვა, რომ დეტალურად მოხდა კითხვებზე პასუხის გაცემა. საგამოძიებო კომისიას გარკვეული ინფორმაცია ჯერ ჩვენგან აინტერესებდა”,-განაცხადა ანა კოტეტიშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს სამ არასრულწლოვანს გამოკითხავს. როგორც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა. ისინი გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ.