ადვოკატი - 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე არც ერთი ინციდენტის თვითმხილველი არ არის
ადვოკატი - 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე არც ერთი ინციდენტის თვითმხილველი არ არის

ეს მოწმე, 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე არ არის თვითმხილველი არც ერთი ინციდენტის, – ამის შესახებ საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, აღნიშნული მოწმე ინციდენტს არ შესწრებია და დაცვის მხარისთვის მისი ჩვენება არ არის მნიშვნელოვანი.

„ის არ არის პირდაპირი მოწმე და მისი ჩვენება მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა არის რაღაც გარემოებები, რაც აღნიშნულმა მოწმემ დაადასტურა. ეს მოწმე არ არის თვითმხილველი არც ერთი ინციდენტის. ასეთი მოწმის ჩვენებას, რომელიც პირველწყარო არ არის, განაჩენი ვერ დაეფუძნება“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე დაიკითხა.

პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი. მათ ბრალად ედებათ წინასწარ შეცნობით, განზრახ მკვლელობა ჯგუფურად.