ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს
ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა უკრაინიდან მისი გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს. ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკვე გაგზავნილია საბუთები. ჩვენ სამართლიანობის აღდგენას ევროპულ ინსტანციებში ვეცდებით“, – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.

ადვოკატის თქმით, უკრაინას არ აქვს უფლება, ქვეყნიდან გააძევოს სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი.  დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში კანონიერი გზით უახლოეს მომავალში დააბრუნებენ.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ქვეყნიდან 12 თებერვალს გააძევა.