ადვოკატების ნაწილმა კამპანია დაიწყო სახელწოდებით - „გააკეთე შენი არჩევანი - მოითხოვე აცილება”
ადვოკატების ნაწილმა კამპანია დაიწყო სახელწოდებით -  „გააკეთე შენი არჩევანი - მოითხოვე აცილება”

ადვოკატების ნაწილმა მოსამართლეებთან დაკავშირებით დაიწყო კამპანია სახელწოდებით, „გააკეთე შენი არჩევანი – მოითხოვე აცილება”.

სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის ინიციატორია ადვოკატი გიგი სისვაძე. მისი ინფორმაციით, კამპანიას უკვე თხუთმეტამდე მოსამართლე შეუერთდა.

ადვოკატი ამბობს, რომ კამპანია ეხება მოსამართლეთა კონკრეტულ ჯგუფს, რადგან მისი განცხადებით, ამ მოსამართლეების მიერ განხილულ საქმეებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

„ეს კამპანია წამოვიწყე იმ მიზეზით, რომ კონკრეტულ მოსამართლესთან მიმართებაში, რომელიც ეხება მურუსიძის კლანს და იმ ათ მოსამართლეს, მეთოფიშვილს, გვეიტიშვილს და ასე შემდეგ, რომლების მიმართაც კითხვებია დასმული საზოგადოებაში. მიმაჩნია, რომ ამ მოსამართლეების მიმართ დასმული კითხვები საჯარო სივრცეში, ადეკვატური პასუხები არ არის გაცემული. არ მაქვს სურვილი, რომ ამ მოსამართლეების წარმოებაში განიხილებოდეს ჩემს წარმოებაში არსებული საქმეები. ჩვენ ადვოკატები უშუალოდ პროცესის მონაწილე პირები ვართ და ხელგვეწიფება, რომ პლატფორმაზე ჩვენი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ჩვენი სათქმელი ვთქვათ, მათ შორის მოსამართლის აცილებაზე“,- განაცხადა ადვოკატმა გიგი სისვაძემ.