ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლომ "ტერაბანკს" ყოფილი მეანაბრისთვის 500 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა
ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლომ "ტერაბანკს" ყოფილი მეანაბრისთვის 500 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა

ყოფილი მეანაბრის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ბანკს მეანაბრე მ.ჯ.-ს მიმართ 500 ათასი დოლარის და პირგასამტეხლოს 4 %-ის გადახდა დაეკისრა.

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი მეანაბრის მიმართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ისინი აპირებენ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდეს თანხების ნაწილში, რათა ბანკს უფრო მეტი თანხა დაეკისროს გადასახდელად. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ამოქმედებულა.

ადვოკატების განცხადებით, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი „ტერაბანკის“ დიდუბის ფილიალის მმართველის მიმართ, რომელსაც გამოძიება თაღლითობას ედავებოდა.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, მეანაბრე მ.ჯ. ბანკში 2013 წელს შეიტანა 800 ათასი დოლარი ანაბრის სახით, საიდანაც ცოტა ხანში 40 ათასი დოლარი უკან გამოიტანა, 760 ათასი დოლარი კი ანაბარზე დარჩა.

“მას ყოველთვიურად ერიცხებოდა თანხის 10 %, თუმცა 2016 წელს, როდესაც თანხა აღარ ჩაერიცხა, ბანკში მისულს უთხრეს, რომ მისი თანხა განულებული იყო”, – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ადვოკატები ყვებიან, გამოძიებით დადასტურდა, რომ მისი ანაბრიდან თანხები დიდუბის ფილიალის მმართველმა საკუთარ ახლობლებს გადაურიცხა და ამ ქმედებას ახორციელებდა ორი წლის განმავლობაში.

2014 წლიდან კი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ანაბრის პროცენტებს მეანაბრეს საკუთარი ანგარიშიდან ურიცხავდა.

ადვოკატების ცნობით, ბანკის წარმომადგენელმა მოტყუებით მოაწერინა ხელი მეანაბრეს იმ დოკუმენტებზე, რომლითაც ბანკის მმართველი მის ახლობლებს ჯაფარიძის ანგარიშიდან ურიცხავდა თანხებს.