ადვოკატების ინფორმაციით, მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
ადვოკატების ინფორმაციით, მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ამაღლობელის ადვოკატებმა დაუდასტურეს.

მზია ამაღლობელი კვლევების ჩატარების მიზნით ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ 4 თებერვალს გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩებოდა. მან შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.

ცნობისთვის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა.