ადვოკატები - ნიკოლოზ ბასილაშვილს ადრეული ასაკიდან უწევდა ცხოვრება უცხოეთში, შესაბამისად, გვსურს, მოვიპოვოთ მისი პიროვნული დახასიათება, რისთვისაც ვგეგმავთ არაერთ ცნობილ სპორტსმენთან კომუნიკაციას
ადვოკატები - ნიკოლოზ ბასილაშვილს ადრეული ასაკიდან უწევდა ცხოვრება უცხოეთში, შესაბამისად, გვსურს, მოვიპოვოთ მისი პიროვნული დახასიათება, რისთვისაც ვგეგმავთ არაერთ ცნობილ სპორტსმენთან კომუნიკაციას

ნიკოლოზ ბასილაშვილს ადრეული ასაკიდან უწევდა ცხოვრება უცხოეთში, შესაბამისად, გვსურს, მოვიპოვოთ მისი პიროვნული დახასიათება, რისთვისაც ვგეგმავთ არა ერთ ცნობილ სპორტსმენთან კომუნიკაციას, – ამის შესახებ მსოფლიოს 27-ე ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტების მიერ გავრცელებულ განმარტებაშია აღნიშნული. ტექსტს ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს ელექტრონულ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ნოვაკ ჯოკოვიჩის დაკითხვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

ჟურნალისტთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს, როგორც ჩანს, არასწორად იქნა გაგებული ინტერვიუს ეს ნაწილი და გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რას ვგულისხმობდით: როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ბასილაშვილს ადრეული ასაკიდან უწევდა ცხოვრება უცხოეთში. შესაბამისად, მისი მეგობრებისა და კოლეგებისგან გვსურს, მოვიპოვოთ ნიკოლოზის პიროვნული დახასიათება.

ამისათვის, ვგეგმავთ არა ერთ ცნობილ სპორტსმენთან ამ მიზნით კომუნიკაციას. სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია წარმოჩენილი იქნა ისე, თითქოს და ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა დაიკითხოს ქართული სასამართლოს მიერ.

ვფიქრობთ, ამ თემის ასეთი სახით ინტერპრეტაცია გადაჭარბებულია. მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, აღარ ვაპირებთ კომენტარების გაკეთებას მედიასთან, მით უფრო, დისტანციურად. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენს პოზიციებს, გავაჟღერებთ წერილობითი სახით“, – აღნიშნულია იურისტების განმარტებაში.