ადვოკატები მოითხოვენ, რომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი ფორმა არ იყოს გამოყენებული
ადვოკატები მოითხოვენ, რომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი ფორმა არ იყოს გამოყენებული

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე პროკურატურის შუამდგომლობის საპასუხოდ ადვოკატები მოითხოვენ, რომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი ფორმა არ იყოს გამოყენებული.

ადვოკატების შეფასებით, პატიმრობის მოთხოვნა უსამართლო და არაკანონიერია.

„პროკურატურა ქცეულია „ოცნების“ მთავარ პროპაგანდისტულ მანქანად, უკვე არა კონკრეტული მედია, საქართველოს გენერალური პროკურატურა არის „ქართული ოცნების“ მთავარი მანქანა. ვინც ამ საქმეზე, კარტოგრაფების საქმეზე აკეთებდნენ განცხადებებს და ჩართული იყვნენ პოლიტიკური დისკრედიტაციის პროცესში, არიან არა სახელმწიფო ბრალდების, არამედ ლაშა ნაცვლიშვილის პროპაგანდისტები“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას ადვოკატები უკვე მივიდნენ.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი