ადვოკატები იმ ადგილთან მისასვლელი გზების შესწავლას აპირებენ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი აღმოაჩინეს
ადვოკატები იმ ადგილთან მისასვლელი გზების შესწავლას აპირებენ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი აღმოაჩინეს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველები იმ ადგილთან მისასვლელი გზების შესწავლას აპირებენ, სადაც 23 წლის პროგრამისტი გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი ეკა ქობესაშვილი აცხადებენ, რომ თავად აპირებენ შეისწავლონ, რა გზებით ხდება დაკავშირება იმ ადგილთან, სადაც აღმოჩენილი იყო თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა.

ადვოკატების თქმით, მათ აქვთ ეჭვი, რომ ამ გზაზე ბაჩალიაშვილი მიიყვანეს იმ მეორეხარისხოვანი გზით, სადაც სათვალთვალო კამერები არ არის დამონტაჟებული.

„როდესაც ჩვენ ვიმყოფებოდით იმ ტერიტორიაზე, ადგილობრივ მოსახლეობას, გარკვეულ პირებს როდესაც ვეკითხებოდით, იყო თუ არა საშუალება, რომ შემთხვევის ადგილზე ავტომობილით მივსულიყავით ისე, რომ კამერებს არ დაეფიქსირებინა, გვითხრეს, შესაძლებელი იყო. რამდენიმე ადამიანმა პირდაპირ მიგვითითა, რომ თქვენ დგეხართ სწორ გზაზე. პირდაპირ მიგვითითებდნენ, სად რა გზა მიდიოდა და გვითხრეს, რომ სწორ გზაზე დგეხართო. ნამდვილად არ ვაპირებთ პროკურორებთან ერთად კაბინეტებში ჯდომას და ვიღაცების გამოკითხვის ოქმების კითხვას. მე და ქალბატონმა ეკამ გადავწყვიტეთ, ფეხდაფეხ გამოვიკვლიოთ ის ადგილები, სადაც მიგვითითეს, თუ იქნებიან მოხალისეები გარკვეული დახმარება გაგვიწიონ. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გოგონა მიდიოდა შესახვედრად, როდესაც საკალმახეს ვიდეოები მერე აღმოჩნდა, რომ არ მუშაობდა, როდესაც დააფიქსირეს იმ გზაზე, რომ ავტომობილი მიდიოდა, ეს გაურკვეველ დროში ჭიანურდება. აფციაურის მიერ ე.წ. მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ იმ საძოვარზე ნახირი არ დადის და ბალახს არ ძოვენ, გუშინდელ დღეს დაფიქსირდა, რომ ნახირი გადაადგილდება. ავტომობილი არ იყო იმ ადგილზე, სადაც ფიქსირდება. უნდა მოიტანონ სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალა. ეს არ არის თვითმკვლელობა. ბევრი დაშინების ფაქტი არის სამართალდამცავების მხრიდან. ეს ნიშნები ძალიან კარგად ჩანს საუბრისას, მაგრამ ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს.

საკალმახეების დათვალიერების მომენტიდან გვაქვს ეჭვი, რომ როდესაც ეძებდა ლოკაციას, ეს იყო საკალმახეები. დრონით იყო გადაღებული „ვილა ალგეთი“. ეჭვი მაქვს, რომ დრონით ძებნა ემსახურებოდა მხოლოდ იმას, თითქოს-და დრონით ხდებოდა ძებნა.

თამარი ეძებდა სავარაუდოდ საკალმახის ტერიტორიას. რაც შეეხება „ადმირალის“ ტერიტორიას, სადაც არის კამერები, თუმცა, როცა მოვითხოვეთ ჩანაწერები, თურმე არ მუშაობს ეს კამერები. გამოძიება იმითიც არ დაინტერესდა, მართლა მუშაობდა თუ არა ეს კამერები და ოთხი წელი შესაბამისი სამსახურები არ მისულან ტერიტორიაზე. თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებს რაც შეეხება გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს“,- განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

ადვოკატები ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკითხვას ითხოვენ.

დაკითხონ ელისო კილაძე. გამოიკითხოს, თუ რა ინფორმაცია მიიღო ტელეფონით და შეისწავლოს გამოძიებამ ეს მონაცემები“,- აცხადებენ უფლებადამცველები.