ადრიაშ ლასლო – საარჩევნო პროცესი არის სამართლიანი, დემოკრატიული, არ ყოფილა რაიმე ჩარევა

17:05, 04.10.2025

იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს, მას ექნება მტკიცე დემოკრატიული მხარდაჭერა ამომრჩევლების მხრიდან, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ევროპარლამენტარმა ადრიაშ ლასლომ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესი სამართლიანად მიმდინარეობს.

„პროცესი არის სამართლიანი, დემოკრატიული, არ ყოფილა რაიმე ჩარევა, რაც დადგენილ ნორმებს არ შეესაბამებოდა. იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს, მას ექნება მტკიცე დემოკრატიული მხარდაჭერა ამომრჩევლების მხრიდან“, – აღნიშნა ლასლომ.

მსგავსი