ადმინისტრაციული წესით აქციაზე დაკავებულთა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 20 პირი წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება
ადმინისტრაციული წესით აქციაზე დაკავებულთა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 20 პირი წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება

გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით 48 პირი დააკავა.

დაკავებულების ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 20 პირი კი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მათ მოსანახულებლად ადვოკატები არიან შესული. ამასთან, დაკავებულების ნაწილი რეგიონებშია გადაყვანილი.

ასევე, წინასწარი მოთავსების იზოლატორში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები იმყოფებიან. მათი განცხადებით, დამატებითი დეტალები დაკავებულების მონახულების შემდეგ ექნებათ.