ადიგენში მომხდარ შემთხვევას 67 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

20:42, 12.06.2018

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანში 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცი მეგობრებთან ერთად საქეიფოდ იმყოფებოდა. უკან დაბრუნებისას, მან მანქანა გააჩერებინა, გადავიდა და უკან არ დაბრუნებულა. მეგობრებმა მისი ძებნა დაიწყეს. მოგვიანებით, ის 40 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნილი და გარდაცვლილი ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

მსგავსი