ადიგენში მამაკაცი ხევში ჩავარდა და გარდაიცვალა

10:59, 20.02.2018

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 50 წლამდე მამაკაცი ხევში ჩავარდა და გარდაიცვალა. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი გამვლელმა შენიშნა და 112–ზე დარეკა.

უწყების ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მისვლის დროს, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი