ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა
ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი.

როგორც საქართველოს პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმის განმარტებით, ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურია, შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) დაიწყო.