ადიგენში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღნიშნეს
ადიგენში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღნიშნეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღნიშნეს. დღესასწაულის აღნიშვნა უდეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო, რომელიც ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ, სოფლის ცენტრში ადგილობრივმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა კონცერტი გამართეს. სოფელში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად საქართველოში რუმინეთის ელჩი დაესწრო.

ანთიმოზობა სოფელ უდეში 2005 წლიდან აღინიშნება. დღესასწაული საეკლესიო და საერო მოღვაწის, ანთიმოზ ივერიელის, როგორც ამ სოფლის მკვიდრის ხსოვნის პატივსაცემად იმართება.