ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში, სადაც სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა, სპეციალური ტექნიკა მუშაობს [ფოტო]
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში, სადაც სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა, სპეციალური ტექნიკა მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია ტრაქტორები, სატვირთო მანქანები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გომაროში მობილიზებული არიან ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებიც და დაზარალებულ მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთების გატანაში ეხმარებიან.
სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი.
ამასთან, ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში სპეციალური კომისია დაითვლის.
