ადიდებულმა მდინარემ ვანის სოფელი გადიდი რაიონულ ცენტრს მოწყვიტა
ადიდებულმა მდინარემ ვანის სოფელი გადიდი რაიონულ ცენტრს მოწყვიტა

სტიქიაა ვანის მუნიციპალიტეტში, სადაც უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარეებმა ჭიშურამ და ყუმურმა პრობლემები შექმნა. მდინარის წყალმა გზის სავალი ნაწილი წაიღო, რის გამოც სოფელი გადიდი რაიონულ ცენტრს მოწყდა.

სოფელში ასი კომლი ცხოვრობს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა სამუშაოების დაწყება ვანის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე გოგორიშვილის თქმით, უხვი ნალექის გამო ვერ ხერხდება.