ადიდებულმა ენგურმა ანაკლიაში რამდენიმე მოსახლის ეზო დატბორა

18:50, 24.03.2021

უხვი ნალექის გამო, ანაკლიაში ენგური ადიდდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მდინარის ადიდების შედეგად, დაახლოებით რვა ოჯახის ეზოები დაიტბორა.

ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

მსგავსი