ფირმა „ადიდასმა“ წარმოადგინა რეტროს სტილში დამზადებული ფეხსაცმელი F15, რომელიც ლიონელ მესისთვისაა განკუთვნილი.
ბუცები გადაწყვეტილია არგენტინის ნაკრების ფერებში და ზედ გამოსახულია ორი რიცხვი – 19 და 10. ეს ის ნომრებია, რომლითაც მესის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზე აქვს ნათამაშები.
მან მუნდიალზე პირველად 2006 წელს მიიღო მონაწილეობა – მაშინ მაისურზე 19 ნომერი ეწერა. მას მერე ლეომ ოთხი მსოფლიო ჩემპიონატი 10 ნომრით ითამაშა.
მესი თავის მეექვსე მსოფლიოზე სათამაშოდ ემზადება. თუ არგენტინის ნაკრებში იქნება, „ადიდასის“ რეტრო ბუცებით იასპარეზებს.