ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოებში უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნება გაჩნდება
ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოებში უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნება გაჩნდება

საქართველოს პარლამენტის მსგავსად, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში გაჩნდება უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები და განისაზღვრება მათი ფორმირების წესი და პროცედურა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამას ითვალისწინებს კანონპროექტი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა წარადგინა პირველი მოსმენით.

კოდექსში კიდევ ერთი ცვლილება შეეხება ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თუნდაც ერთი კომისიის შემადგენლობაში ყოფნის საკითხს.

მომხსენებლის განმარტებით, დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე) ვალდებულია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს დამატებით აკისრია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება, მიზანშეწონილი იქნება მას მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს იყოს თუ არა რომელიმე კომისიის შემადგენლობაში.

კანონპროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას პარლემეტნის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი