ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თურქეთში ხანძარმა ხუთი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თურქეთში ხანძარმა ხუთი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა

თურქეთის კუნძულ მარმარაზე ტყის ხანძარია.

თურქული მედიის ცნობით, ხანძარმა ხუთი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა ცეცხლის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.