ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხეთი სამხედრო ხარჯების გაზრდას გეგმავს
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხეთი სამხედრო ხარჯების გაზრდას გეგმავს

სომხეთი სამხედრო ხარჯების 40 მილიონი დრამით გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის ეროვნული კრების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ საკითხზე ეროვნული კრების სხდომა 6 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში აღნიშნულია, რომ ხარჯების გაზრდა აზერბაიჯანის მხრიდან წამოსულ აგრესიას უკავშირდება.

პროექტის თანახმად, ცვლილებები აზერბაიჯანის მხრიდან წამოსული საფრთხეების განეიტრალებას, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებას ემსახურება.