ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში, ქიმიურ ქარხანაში ხანძრის შემდეგ, საავადმყოფოს 156-მა ადამიანმა მიმართა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში, ქიმიურ ქარხანაში ხანძრის შემდეგ, საავადმყოფოს 156-მა ადამიანმა მიმართა

საფრანგეთის ქალაქ რუანში, ქიმიურ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, საავადმყოფოს 156-მა ადამიანმა მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ერთი და იმავე სიმპტომით ექიმებს 121-მა ზრდასრულმა და 35-მა ბავშვმა მიმართა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ სუნთქვა უჭირთ, ასევე თავბრუსხვევისა და გულისრევის შეგრძნება აქვთ. ექვსი ადამიანი, რომლებსაც რესპირატორული პრობლემები ადრეც ჰქონდათ, საავადმყოფოში მოათავსეს.

ხანძარი ქიმიურ ქარხანაში გასულ კვირას გაჩნდა. მას შემდეგ ქალაქის მოსახლეობა არასასიამოვნო სუნს გრძნობს. ამის მიზეზი სავარაუდოდ ნახშირწყალბადის ნაერთებია, რომლებიც ხანძრის დროს დაიწვა.

დატოვე კომენტარი