ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ ორ ადამინს დაუდგინეს. ამაგავარად, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ  ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარ სანიტარულ ექიმზე, მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

6 მაისის დილით, ცხინვალში ე.წ. ოპერატიული შტაბის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი რუსეთიდან ჩასულ მამაკაცს დაუდასტურდა. კოჩიევას ინფორმაციით, კორონაირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაუდასტურდა ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც ცხინვალში წინა დღით, 5 მაისს ჩავიდნენ.

„ორ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა ტესტებით, რომლებიც მათ ჩრდილოეთ ოსეთში ჩაუტარდათ. ჩვენ დადებითი შედეგების შესახებ შეგვატყობინეს კოლეგებმა ჩრდილოეთ ოსეთიდან“, – აღნიშნა კოჩიევამ.

კოჩიევას განცხადებით, ინფიცირებულები იზოლირებული არიან და ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

დატოვე კომენტარი