ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა სახელმწიფო კოლეჯიდან მოსწავლეები და მასწავლებლები გაიტაცეს

15:25, 17.02.2021

ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა სახელმწიფო კოლეჯიდან რამდენიმე ასეული მოსწავლე და მასწავლებელი გაიტაცეს. ინციდენტი ნიგერიის შტატის ქალაქ კაგარაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელებმა სკოლის შენობას ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ერთი მოსწავლე ემსხვერპლა.

გატაცებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კოლეჯში 1000-მდე მოსაწვლე სწავლობდა. მოსწავლეების ნაწილმა გაქცევა შეძლო. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელებს სამხედრო ფორმები ეცვათ. გამტაცებლებისა და მათი მოტივების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

ნიგერიაში მოსწავლეების გატაცებები ხშირად გამოსასყიდის გამო ხდება. ნიგერიაში ასევე აქტიურია ისლამისტური დაჯგუფება – „ბოკო ჰარამი“ და „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი ფრთა.

მსგავსი