ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი „წმინდა მთაზე“ ცხენით გაემგზავრა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი „წმინდა მთაზე“ ცხენით გაემგზავრა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი „წმინდა მთაზე“ ცხენით გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ადგილობრივმა მედიამ კიმ ჩენ ინის მოგზაურობის ამსახველი ფოტოებიც გაავრცელა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მთა პაეკტუს მწვერვალზე ადის. „ბიბისი“ წერს, რომ ასეთი მოგზაურობის შემდეგ კორეის ლიდერები ყოველთვის „მნიშვნელოვან განცხადებას“ აკეთებენ ხოლმე.

მთა პაეკტუ ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისთვის სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ მთაზე დაიბადა კიმ ჩენ ინის მამა.