ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ესპანეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 18-დან 55 წლის ადამიანებში გამოსაყენებლად დაამტკიცეს
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ესპანეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 18-დან 55 წლის ადამიანებში გამოსაყენებლად დაამტკიცეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ესპანეთში „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 18-55 წლის ადამიანებში გამოსაყენებლად დაამტკიცეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ავსტრიაში ხანდაზმულ ადაიანებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით ასევე შეზღუდვებია დაწესებული, რის მიზეზადაც ქვეყნები ხანდაზმულ ადამიანებში ვაქცინის ეფექტურობის შესახებ მონაცემთა სიმცირეს ასახელებენ.

„გარდიანის“ ინფორმაციით კი, ესპანეთის დედაქალაქში ბრაზილიაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში ვირუსი 28 656 ადამიანს დაუდასტურდა, „კოვიდ-19“-ით 584 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის სულ 2.94 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის პანდემიამ 61 386 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.