ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში, ქალაქ კუნდუზზე, თალიბების თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, 85 კი, დაიჭრა. ინფორმაციას ავღანური მედია ავრცელებს.

როგორც ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თალიბების თავდასხმა ქალაქზე 24 საათზე მეტხანს გაგრძელდა. თუმცა, ძალოვანებმა იერიშის მოგერიება შეძლეს. მათივე ცნობით, კონტრშეტევის შედეგად 56 მებრძოლის ლიკვიდაცია მოხერხდა, კიდევ ორი დაკავებულია.

პარალელურად, ვრცელდება ცნობა, რომ 1-ელ სექტემბერს, დილით, თალიბანის წევრები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია ბაღლანის ერთ-ერთ რაიონს დაესხნენ თავს.