ადგილობრივი მედიის ცნობით, თელ ავივში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე 350 000 ადამიანი შეიკრიბა
ადგილობრივი მედიის ცნობით, თელ ავივში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე 350 000 ადამიანი შეიკრიბა

თელ ავივში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე 350 000 ადამიანი შეიკრიბა.

ისრაელის თავდაცვის შტაბ-ბინის წინ შეკრებილმა დემონსტრანტებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ომის დასრულებისა და დარჩენილი ტყვეების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ დროშები და ბანერები, რომლებზეც ღაზაში მყოფი მძევლების სურათები იყო გამოსახული.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, აქციები დღეს მთელი დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა.