ადგილობრივი მედიის ცნობით, საბერძნეთში ქართველი მამაკაცი მოკლეს

17:28, 02.01.2022

საბერძნეთში 41 წლის ქართველი მამაკაცი საკუთარ სახლთან მოკლეს. ინციდენტი ათენის შემოგარენში პირველ იანვარს მოხდა.

ბერძნული მედიის ცნობით, მამაკაცს მაშინ ესროლეს, როდესაც ის შინ ოჯახთან ერთად ბრუნდებოდა.

თვითმხილველების თქმით, მათ 4-5 გასროლის ხმა გაიგონეს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ მოკლული მამაკაცი წარსულში ბინის ქურდობისთვის იყო ნასამართლევი.

პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს. გავრცელებული ცნობით, ის დანაშაულის ადგილიდან ფეხით მიიმალა.

 

მსგავსი