ადგილობრივი მედიის ცნობით, მოქალაქეთა ჯგუფმა ალმათის აეროპორტი დაიკავა

20:54, 05.01.2022

მოქალაქეთა ჯგუფმა ყაზახეთის სიდიდით მეორე ქალაქის, ალმათის აეროპორტი დაიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული სამსახური ყაზახურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, აეროპორტიდან განხორციელდა მგზავრებისა და თანამშრომლების ევაკუაცია. წინასწარი ცნობებით, აეროპორტში ამჟამად 45-მდე მომიტინგე იმყოფება.

ამასთან, ალმათის აეროპორტში საერთაშორისო ავიაკომპანიები რეისებს აუქმებენ. კერძოდ, „ბელავიამ“ და „აზერბაიჯანულმა“ ავიახაზებმა მინსკიდან და ბაქოდან ალმათის მიმართულებით ფრენები გააუქმეს. ყაზახეთის ქალაქში ფრენა შეაჩერა ქუვეითურმა კომპანია „ჯაზირა ეარვეისმა“. საღამოს რეისი ალმათიში გააუქმა რუსულმა „აეროფლოტმაც“.

მსგავსი