ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანში ყოველ შვიდ წუთში ერთი ადამიანი კორონავირუსით იღუპება
ირანში ყოველ შვიდ წუთში ერთი ადამიანი კორონავირუსით იღუპება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ირანში „კოვიდ-19“-ს 215 ადამიანი ემსხვერპლა. ამრიგად, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ირანში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 17 405-ს მიაღწია.
ირანში, საერთო ჯამში, გამოვლენილია კორონავირუსის 312 035 შემთხვევა.