ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანმა „მოსადის“ ექვსი ჯაშუში დააკავა

11:59, 24.06.2025

ირანული მედიის ინფორმაციით, ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, „მოსადის“ ექვსი ჯაშუში დააკავეს.

ირანული მედიის თანახმად, ექვსი ჯაშუში, რომლებიც ირანში „მოსადის“ მიზნების განხორციელებას ცდილობდნენ, ქალაქებში რაზანში, ნაჰავანდსა და ჰამადანში გამოავლინეს და დააკავეს.

ირანული მედია წერს, რომ ეს დაქირავებული პირები კიბერსივრცეში მიზანმიმართული აქტივობებით რეჟიმის აგენტებთან კომუნიკაციისას ცდილობდნენ საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევას და ირანის იმიჯის შელახვას.

 

მსგავსი