ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი აბდოლრაჰიმ მუსავი დაიღუპა

11:24, 01.03.2026

ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი აბდოლრაჰიმ მუსავი მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Times of Israel-ის ცნობით, მუსავი ირანის რეჟიმის იმ 30-მდე მთავარ ლიდერსა და სამხედრო მეთაურს შორის იყო, რომლებიც, სავარაუდოდ, გუშინ აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების სამიზნედ იქცნენ.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ასევე მოკლული არიან „რევოლუციის გუშგთა კორპუსის ხელმძღვანელი” სარდარ პაკპური, თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, ალი შამხანი და თავდაცვის მინისტრი, აზიზ ნასირზადე.

მსგავსი