ადგილობრივი მედიის ცნობით, ინდოეთში, პიროტექნიკის მწარმოებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 63 დაშავდა
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინდოეთში, პიროტექნიკის მწარმოებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 63 დაშავდა

ინდოეთში, პიროტექნიკის მწარმოებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აფეთქება ჰარდას რაიონში მოხდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, აფეთქების სიმძლავრე იმდენად დიდი იყო, რომ ხანძარი ქარხანასთან ახლოს მდებარე 50-ზე მეტ სახლზე გავრცელდა.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ჯგუფები.