ადგილობრივი მედია – თურქეთმა ბელგიის მოქალაქეობის მქონე ცხრა უცხოელი ტერორისტის დეპორტაცია განახორციელა

16:24, 01.07.2020

თურქეთმა ბელგიის მოქალაქეობის მქონე ცხრა უცხოელი ტერორისტის დეპორტაცია განახორციელა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ექსტრადიცია გრძელდება და დეპორტირებულების საერთო რიცხვმა უკვე 338-ს მიაღწია.

თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ექსტრადირებულ პირებს შორის 113 ევროკავშირის, აშშ-ისა და ავსტრალიის მოქალაქეა.

მსგავსი