ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ახტირკაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ახტირკაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის რაიონის ქალაქ ახტირკაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქ ახტირკის მერზე, პავლო კუზმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

პავლო კუზმენკოს თქმით, ქალაქ ახტირკაში რუსეთმა ავიადარტყმები განახორციელა კერძო სექტორსა და საცხოვრებელ სახლებზე, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა.

მისი თქმით, დაღუპულებისა და დაშავებულების ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.

„მე ვაჩვენებ მთელ მსოფლიოს, რას სჩადის მტერი ჩვენ წინააღმდეგ, რომ ისინი გვანადგურებენ და გვბომბავენ. მათ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეუძლიათ ბრძოლა“, – განაცხადა პავლო კუზმენკომ.