ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსულმა მხარემ სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე თავდასხმები განახორციელა

09:29, 17.05.2024

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა მხარემ სუმის რეგიონი 32-ჯერ დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

თავდასხმა რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა ხარკოვზეც.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვს, სულ მცირე, ხუთი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. შედეგად, ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ რაიონში. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქება მოხდა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში. თავდასხმა განხორციელდა პორტსა და ნავთობის საცავზე. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქალაქში, სულ მცირე, რვა აფეთქების ხმა გაისმა.

მსგავსი