ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოდესის ოლქზე რუსეთის იერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ოდესის ოლქში იერიში მიიტანს, დაიღუპა შვიდი ადამიანი, 15 კი დაიჭრა.
ინფორმაციას ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ კიპერი ავრცელებს.
კიპერის ცნობით, დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი ავტოსადგომზე სატვირთო მანქანებს გაუჩნდა. მისივე განცხადებით, ყველა დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმები მათ საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ.
„დღეს საღამოს მტერმა ოდესის ოლქის პორტის ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა. დარტყმის შედეგად, ავტოსადგომზე ძველი მანქანები დაიწვა. სამწუხაროდ, შვიდი ადამიანი დაიღუპა. კიდევ თხუთმეტი საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმები დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევენ“, – აცხადებს ის.