ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინის ქალაქ კუპიანსკის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს

22:11, 08.08.2023

უკრაინის ქალაქ კუპიანსკში ხელისუფლება მოსახლეობას ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

„ქალაქი კუპიანსკი მუდმივად იბომბება. ბოლო დროს, სამწუხაროდ, თავდასხმების რიცხვი გაიზარდა. ჩვენ ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ აუცილებელია ტერიტორიის დატოვება, განსაკუთრებით ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის”, – განაცხადა კუპიანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ბესედინმა.

ბესედინის თქმით, ვიდრე კუპიანსკს უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, თავდაცვის ძალები ბევრს მუშაობენ, რათა „არანაირი შანსი არ მისცენ მტერს”.

მსგავსი