ადგილებზე, სადაც ტურისტები ე.წ. სელფებს ხშირად იღებენ, ავსტრალიაში პოლიციელები იმორიგევებენ 
ადგილებზე, სადაც ტურისტები ე.წ. სელფებს ხშირად იღებენ, ავსტრალიაში პოლიციელები იმორიგევებენ 

ვსტრალიაში ე.წ. სელფი პოლიცია გამოჩნდება. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სამართალდამცველების სპეციალური დანაყოფები ტურისტებს გააკონტროლებენ და ე.წ. სელფის გადაღების დროს, მათ უსაფრთხოებას დაიცავენ.

ახალი ქვედანაყოფის თანამშრომლები იმ ადგილში იმორიგევებენ, სადაც ტურისტებს სურათების გადაღება ყველაზე მეტად მოწონთ.

ავსტრალიის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ლამაზი პეიზაჟის ფონზე ე.წ. სელფის გადაღების სურვილით შეპყრობილი ტურისტები აღარ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს და ხშირად ეს ლეტალური შედეგით სრულდება.

ერთ-ერთი ადგილი, სადაც ე.წ. სელფი პოლიციელები გამოჩნდებიან, სამეფო ეროვნულ პარკში მდებარე კლდის ქიმია.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, ტურისტების სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის, „სელფი“ დღეს მეექვსე ადგილზეა.